|
|
||
|
საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვების სრული სერვისი |
||
|
ჩვენ ვართ მუდამ თქვენს გვერდით! |
||
|
|
|
|
|
|
|
|
|||||||||||
|
ჩვენს შესახებ |
|
შპს ბარვილ ჯორჯია |
|
||||||||
|
|
შპს ბარვილ ჯორჯია დაარსდა 1996 წელს. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურში გემების აგენტირება, ტვირთების ექსპედირება კავკასიისა და შუა აზიის რეგიონებში, რაც დასაწყისიდან დღემდე მოცულობაში საგრძნობლად გაიზარდა. საზოგადოების ფოთისა და ბათუმის ოფისებსა და თბილისის, ბაქოსა და ერევნის წარმომადგენლობებში დასაქმებულია 200-ზე მეტი მუშაკი. კომპანიის საქმიანობა გაფართოვდა და სადღეისოდ იგი ახორციელებს ყველა სახის გემების, როგორც სახაზო ასევე არასახაზო გემების აგენტირებას ორივე საზღვაო ნავსადგურში. კომპანიამ შექმნა და განავითარა საკუთარი, სრულად აღჭურვილი საბაჟო საკონტეინერო ტერმინალი და საწყობი, საავტომობილო გზითა და სარკინიგზო ხაზის მისადგომით, რომელიც განლაგებულია ფოთის ნავსადგურთან ახლოს. საბაჟო ტერიტორიაზე წარმოებს კონტეინერების დაცლა-დატვირთვა, ტვირთების მიიღება-შენახვა და შემდგომ აღნიშნული ტვირთების გადაზიდვა კავკასიისა და შუა აზიის მიმართულებებით. ტვირთების შენახვა ხორციელდება საბაჟო კონტროლის ქვეშ უსაფრთხოების ზომების მკაცრად დაცვით. შპს ბარვილ ჯორჯია ახორციელებს ტვირთების პირდაპირ გადაზიდვას პრინციპით: კარიდან - კარამდე. ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურები აგრძელებენ მნიშვნელოვანი როლის შესრულებას, როგორც კარიბჭეები TRACECA-ს დერეფნისა, რომელიც აღდგენილი უძველესი აბრეშუმის გზაა. ეს დერეფანი ინვესტორთა მნიშვნელოვან ყურადღებას იპყრობს და იზიდავს ინვესტიციებს. შპს ბარვილ ჯორჯია ამაყობს იმით, რომ ის მთავარი მომხმარებელია ამ დერეფნისა, რომლის გამოყენებითაც აწარმოებს კლიენტების ტვირთების გადაზიდვას. კომპანია ფლობს მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებს შემდეგ დარგებში: გემების აგენტირება, საბაჟო ზონა, დასაწყობება, საბაჟო საკონტეინერო ტერმინალი, საბაჟო ბროკერები, სახმელეთო გადაზიდვა, ეკიპაჟის ცვლა, ტვირთის კარიდან - კარამდე მიწოდება, საექსპორტო ტრანსპორტირება. ის კლიენტებს სთავაზობს სრულ და ეფექტურ მომსახურებას ტვირთის საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე. მრავალრიცხოვანი კონტაქტებით შპს ბარვილ ჯორჯია ორგანიზებას უკეთებს კონტეინერებით საექსპორტო ტვირთის გადაზიდვას მსოფლიოს ნებისმიერ მიმართულებით.
|
|
||||||||
![]() |
|||||||||||
|
|
|||||||||||