საზღვაო და სახმელეთო გადაზიდვების სრული სერვისი

 
 

ჩვენ ვართ მუდამ თქვენს გვერდით!  

   

ჩვენს შესახებ

სერვისები კონტეინერები ტარიფები დაკვეთა კონტაქტები    
     

 

ჩვენს შესახებ

 

”ბარვილი”-ს შესახებ    

       
 შპს ”ბარვილ ჯორჯია
 ”ბარვილი”-ს შესახებ
 საქართველოს შესახებ

 

 

 

 

 

 

 

 

   Barwil Agencies AS
 Strandveien 20
 P. O. Box 33
 NO-1324 Lysaker
 Oslo, Norway

 Telephone: +47 67 584550
 Telefax:      +47 67 584570

  ww@wilhelmsen.com

   “ბარვილი” მთლიანად კომპანია Wilh. Wilhelmsen ASA (ოსლო) საკუთრებაა და საერთაშორისო კლიენტებს სთავაზობს ფართო არჩევანს გემების აგენტირებისა და ტვირთების ექსპედირებასთან დაკავშირებულ მომსახურებას. “ბარვილ”-მა შექმნა გაერთიანებული ქსელი, რომელშიც შედის 261 ოფისი მსოფლიოს 66 ქვეყანაში. ამასვე ემატება ამ ქვეყნების ადგილობრივი ინტერესებით გაერთიანებული საწარმოები და პარტნიორები.
   კომპანია აღიარებულია ლიდერად თავის სფეროში და აგრძელებს საქმიანობის განვრცობას, როგორც გეოგრაფიულად, ასევე მოცულობაში და ბიზნესის კუთხით. განვრცობა გამოიხატება ახალი გაერთიანებული საწარმოებისა და კომპანიების შენაძენებით, სათანამშრომლო ხელშეკრულებებით და რა თქმა უნდა, არსებულ ბიზნესის ძლიერი ზრდით. განვითარების სფერო შეიცავს სატერმინალო ოპერაციებს, სახმელეთო ლოჯისტიკას და საზღვაო მომსახურებას.
   “ბარვილი”-ს საერთაშორისო ქსელი მოიცავს მთავარი სახაზო ოპერატორების და დაახლოებით 1700 გემის სანავიგაციო, სატანკერო, საკრუიზო და საგაზო კლიენტთა დიდ რაოდენობას. 2005 წელს კომპანიამ გადაამუშავა დაახლოებით 40, 000 გემი. კლიენტთა გრძელ სიაში ფიგურირებენ მნიშვნელოვანი გემის ოპერატორები, დამფრახტველები და საერთაშორისო ვაჭრები. კომპანია სთავაზობს კლიენტებს მომსახურების ფართო არჩევანს, უბრალო გემის აგენტირებიდან დაწყებული დამთავრებული რთული, მრავალფეროვანი მომსახურებით.
   “ბარვილი” ჩართულია ტვირთებთან დაკავშირებული სხვადასხვა საქმიანობის ფართო არეალში, რომელიც ვრცელდება 58 ქვეყანაში. საქმიანობაში შედის: სახმელეთო ლოჯისტიკი, განაწილების მომსახურება, NVOCC ოპერაციები, სტივიდორობა და გენერალური საფრახტო-საექსპედიტორო საქმიანობა.  ( www.wilhelmsen.com)